მარინა ეზუგბაია - იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის პიკი არ იყოს, აუცილებელია საზოგადოებამ წესები დაიცვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 06 მაისი 2021, 11:32

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლების პიკი არ იყოს, აუცილებელია საზოგადოებამ წესები დაიცვას.

„ჩვენ ვიცით, რომ ტესტების რაოდენობას უკავშირდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 500-600 ძირითადად დასვენების დღეებში არის.

მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის. იმისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, ტესტირებასთნ ერთად გამოვლენის მატებაზე, ამისთვის აუცილებელია წესების დაცვა. ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი“, - აცხადებს ეზუგბაია.

მან იმუნიზაციაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მედიკოსები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში.

„ჩემი კლინიკის მონაცემების საფუძველზე, სამედიცინო პერსონალში ავადობის მაჩვენებელი მაღალი იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული, მათთან არ არის გასული 4-თვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის შემდეგ შესაძლებელია აცრის ჩატარება. მე იმედი მაქვს, სამედიცინო პირები გააცნობიერებენ მოქალაქეობრივ ვალს და ამ პერიოდის გავლის შემდეგ ჩაიტარებენ ვაქცინაციას“, - აცხადებს ეზუგბაია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი