მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 09 მაისი 2021, 10:08
საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

წლების განმავლობაში ტრადიციულად ფაშიზმე გამარჯვების დღეს ვეტერანები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ვაკის პარკში იკრიბებოდნენ, თუმცა წელს სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო ფაშიზმე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონსიძიებები ვაკის პარკის ნაცვლად „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში" გაიმართება.

9 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

11:00 საათზე კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი