გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 16 დეკემბერი 2019, 14:10

გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ − გაიხსნა. დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა.

გლდანში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა და სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ფუნქციონირებდა. მისი მომსახურებით სარგებლობს გლდანის, მუხიანის, ნაძალადევისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა, სადაც, ჯამში, 300 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული.

2017 წელს გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში თვეში, დაახლოებით, 12 000 ტრანზაქცია ხორციელდებოდა, დღეისათვის კი მათი რაოდენობა 20 000-მდეა გაზრდილი. მომხმარებელთა ნაკადის ასეთმა მატებამ საჭირო გახადა საზოგადოებრივი ცენტრის ახალ, უფრო დიდ სივრცეში გადასვლა, სადაც მოქალაქეებს 21 ოპერატორის ნაცვლად 39 ოპერატორი მოემსახურება და სერვისების მიღება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული იქნება.

დღეისათვის საქართველოში უკვე 74 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მიწოდება თანამედროვე სტანდარტების კომფორტულ გარემოში. საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
„ქართული ოცნება“ - საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია
გიორგი ბაჩიაშვილი - როგორც „მწვანე საზღვართან“ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი
არქივი