იგოეთი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 14 მაისი 2021, 20:48

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ავტომობილში მყოფმა მცირეწლოვანმა მგზავრობისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ბავშვი მამამ ავტომანქანიდან გადაიყვანა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომობილი გზის ნაპირზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ერთ პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა დატოვა, ორი კი, მამა-შვილი, 35 წლის მამაკაცი და 13 წლის გოგონა სტაციონარში მოათავსეს. კლინიკის ნეიროქირურგის, კახა ფაცინაშვილის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
არქივი