335
18 დეკემბერი 2019, 12:48
“მწვანე სკოლის” დირექტორის კახა დავითურის განცხადებით, ლუკა სირაძის მეგობრების სულიერი მდგომარეობა მძიმეა.
“ვადასტურებ იმას, რომ მისი კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია.
ისევე, როგორც საზოგადოება, სკოლა გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მიმართულებით, რომ შესაძლოა, ბავშვების სულიერი მდგომარეობა გამოგვეპაროს.
თუ იმას გულისხმობთ, რომ 112-ში დავრეკეთ, როდესაც ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა. მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |