რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 26 მაისი 2021, 20:12

რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის. იუსტიციის სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება და მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ადგილზე გაუწევს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

კიდევ ერთი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების კომფორტულად მიღებას უკავშირდება.

სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „POSTV“-ის ეთერში ისაუბრა.

„გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები იმისათვის, რომ თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს შშმ პირებს ხელს შეუწყობს, რომ მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი გარდაბანსა და წყალტუბოში გაიხსნება. იგეგმება რეგიონებში დამატებით კიდევ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაც. იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი მიზანია, მოსახლეობის ფართო ნაწილმა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელთაც საზოგადოებას იუსტიციის სახლი სთავაზობს.

იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა და საგანგებო თათბირი გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას
არქივი