გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
272 31 მაისი 2021, 19:25
ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, ბიძინა ივანიშვილზე „ჭორაობა“ არასწორი ჰგონია.

„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა და რომელთან ერთადაც, მე ბოლო 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაა, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ, როცა ჩვენი ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი, ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. მე მესმის, რამდენ ადამიანს უნდა აქ მოსმენა ჭორაობების, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ვთვლი, ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ადამიანმა თქვა, მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილეო“, - განაცხადა გახარიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დადოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
არქივი