ევროპის წამლის სააგენტო კაპილარული გაჟონვის სინდრომის, იგივე კლარქსონის დაავადების მქონე ადამიანებს აფრთხილებს AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინით არ აიცრან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 11 ივნისი 2021, 19:59

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო კაპილარული გაჟონვის სინდრომის, იგივე კლარქსონის დაავადების მქონე ადამიანებს აფრთხილებს AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინით არ აიცრან.

„ევროკავშირის წამლის სააგენტოს (EMA) მედიკამენტების უსაფრთხოების კომიტეტმა დაასკვნა, რომ ადამიანები, ვისაც მანამდე ჰქონდათ კაპილარული გაჟონვის სინდრომი, არ უნდა აიცრან Vaxzevria-ით, რომელიც მანამდე ცნობილი იყო AstraZeneca-ს ვაქცინის სახელით. კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ კაპილარული გაჟონვის სინდრომი უნდა შეიყვანონ პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, როგორც ვაქცინის გვერდითი მოვლენა, ასევე ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ჯანდაცვის პროფესიონალებსა და პაციენტებს რისკის თაობაზე“, - ნათქვამია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომიტეტმა კაპილარული გაჟონვის სინდრომის 6 შემთხვევა სიღრმისეულად შეისწავლა იმ ადამიანებში, რომლებმაც AstraZeneca-ს პრეპარატით ჩაიტარეს ვაქცინაცია.

"შემთხვევათა უმეტესობა ქალებში მოხდა ვაქცინაციიდან ოთხი დღის განმავლობაში. სამ დაზარალებულს ანამნეზში ჰქონდა კაპილარული გაჟონვის სინდრომი, მოგვიანებით ერთი მათგანი გარდაიცვალა", - განაცხადა კომიტეტმა.

კომიტეტის განცხადებით, ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა იცოდნენ კაპილარული გაჟონვის სინდრომის ნიშნების, სიმპტომების და მათი განმეორების რისკის შესახებ იმ ადამიანებში, რომელთაც ადრე ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. რაიმე ნიშნების შემთხვევაში კი ვაქცინირებულმა ადამიანებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. EMA-ს განმარტებით, მისი კომიტეტი შემთხვევების მონიტორინგს განაგრძობს და საჭიროებისამებრ ზომებს მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, დროებით შეაჩეროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს პასპორტებში საკუთარი სქესის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს
Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე
სატივეს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
არქივი