პირველ ივლისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
273 30 ივნისი 2021, 13:46

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თბილისის საკრებულოსთან ერთად, დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლს იწყებს. პირველ ივლისს თბილისში, სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმზე 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი შრომის ბაზარზე აქტიურ 300-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

„დასაქმების ფორუმის მიზანია სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი ბენეფიციარები.

ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიები კი შეძლებენ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიებას“, – აღნიშნულია დასაქმების სააგენტოს ინფორმაციაში.

დასაქმების ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის საკრებულოსა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით იმართება.

დასაქმების ფორუმი სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართება და 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

დასაქმების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ღონისძიება სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი