ტელეკომპანია "იმედის" განცხადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 27 დეკემბერი 2019, 18:38
"იმედის" ჰოლდინგი გამოთქვმას შეშფოთებას იმ ორმაგი სტანდარტის გამო, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში - გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ, სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის - ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მაშინ "რუსთავი 2" - მა შეწყვიტა გადასახადების გადახდა და ეს პირდაპირი ეთერით გვამცნო. ამ ტელეკომპანიამ დემონსტრატიულად შეაჩერა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რითაც მოიპოვა სრულიად უსამართლო და დაუმსახურებელი კონკურენტული უპირატესობა, „რუსთავი 2“ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის "დაზოგვით" აუმჯობესებდა თავის სამაუწყებლო პროდუქტებს, რაც მაუწყებლის შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულია. თუმცა, მაშინ არც საპროტესტო აქცია გვინახავს და არც არსებული უსამართლო გარემოს მთავარი განმაპირობებლი პირების მიმართ გამოთქმული პრეტენზია მოგვისმენია. ტელეკომპანია "იმედი", მიუხედავად "რუსთავი 2" - ის გადაწყვეტილებისა, დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა გადასახადების გადახდას იმ კრიტიკულ მომენტამდე, როცა შეგვექმნა ჩიხური მდგომარეობა და ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის ბალანსმა ფიზიკურად აღარ მოგვცა სრულყოფილი ფუნქციონირების საშუალება. სწორედ ამის გამო გახდა "იმედი" იძულებული, შეეჩერებინა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ასევე შეგახსენებთ, რომ, როგორც კი ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ, ჩვენ უმოკლეს ვადებში წარვადგინეთ დავალიანების გადახდის გრაფიკი და დავიწყეთ მიმდინარე გადასახდის გადახდა. დღეის მდომარეობით, ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს. დარჩენილ დავალიანებას კი, დავფარავთ სრულად, იმგვარი გრაფიკით, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები არ დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი