
ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სამართალდამცავთა "რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ბრალს ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სდებდნენ. საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს. ზაქარეიშვილის განცხადებით, მას კუპრავა თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. კუპრავას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. კუპრავას განცხადებით, ირაკლი ზაქარეიშვილს მის მიმართ კერძო ინტერესები აქვს.
ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ბრალი 2019 წლის 19 თებერვალს წაუყენეს. ზაქარეიშვილი კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ზვიად კუპრავა მსჯავრდებულია ასევე სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე, რისთვისაც მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |