249
22 ივლისი 2021, 14:26

ოპოზიციამ ძალიან სუსტი და გაუმართავი გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ სათანადოდ არ ჩაერთო განხილვებსა და კენჭისყრაში და რეალურად თავი აარიდა რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხდა.
„ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და კიდევ ერთხელ ჯდება გადაწყვეტილებების იმ არათანმიმდევრობაში, რომელსაც წინ წლების განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს ამ პოზიციაზე შერჩეული და თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა მეორედ უყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს. ამჯერადაც, ვერც ერთმა კანდიდატმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |