351
23 ივლისი 2021, 18:43
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ე.წ. ინდური შტამი („დელტა“ ვარიანტი) ევროპაში უკვე დომინანტურია და ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, უფასო ტესტირების გაზრდის რეკომენდაციით გამოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულმა ბიურომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა ერთობლივად მოუწოდეს ევროპის ქვეყნებს, გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილონ ინფიცირების შემთხვევები.
„ჯანმო რეკომენდაციით მიმართავს ქვეყნებს, გაზარდონ უფასო ტესტების ხელმისაწვდომობა, გააფართოონ სეკვენირება, ხელი შეუწყონ კონტაქტისა და დადასტურებული შემთხვევების იზოლირება და უზრუნველყონ იმათი ვაქცინაცია, ვინც ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.
23 ივნისს დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. ინდური შტამი ევროკავშირში შემთხვევების 90%-ს შეადგენს.
11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |