ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტმა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებისა და ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე იმსჯელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 26 ივლისი 2021, 11:08

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა ცალკეული შეზღუდვები, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განმარტებით, კანონპროექტების მიღების შედეგად, შესაბამისი პირები გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული.

„ეს 245 000 მოქალაქეს შეეხება და ჩამოწერილი იქნება 76 მლნ ჯარიმა“- განაცხადა ბექა დოჭვირმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გატანას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს
თეა წულუკიანი: 20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 ადამიანი არის ცოცხალი, ერთის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს და ერთი ან ორი ადამიანი გარდაიცვალა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ
თეა წულუკიანი: კომისიის საბოლოო დასკვნაში ახალი იქნება ერთ ადგილას თავმოყრილი 9-წლიანი მმართველობა და შემდეგ, ოპოზიციაში გადასული ქვეყნის დამაზიანებლების ჯგუფი რას საქმიანობდნენ სახელმწიფოს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ
აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს
თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავა
არქივი