ახალი წლისა და შობის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში უფასო იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
207 30 დეკემბერი 2019, 21:12

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.  

მათივე ცნობით, 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, 76 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი, საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

გარდა ამისა, 31 დეკემბერს, თბილისის მეტროს და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში თბილისის მეტრო 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.

თბილისის მეტრო გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება.

დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება: N1, N2, N3, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N22, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N59, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79, N80, N82, N84, N87, N88, N90, N91, N95, N99, N101, N103, N104, N106, N108, N109, N110, N112, N121, N122 და N140.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი