ავთანდილ გულიკაშვილი - ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, თქვენთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ყველა პრობლემას გადავჭრით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 14 აგვისტო 2021, 20:21
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დღეს, ყველას უხარია საგარეჯოს ცენტრის რეაბილიტაცია’’, - ამის შესახებ საგარეჯოში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა ავთანდილ გულიკაშვილმა წარდგენაზე განაცხადა.

მერობის კანდიდატმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა უდაბნოს გზის მშენებლობისთვის. „მინდა, მეუფის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს უდაბნოს გზის მშენებლობისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ბევრი პრობლემაა, მაგალითად წლის გრაფიკით მიწოდება, თუმცა, მათი გადაჭრის საშუალებების მოძიება უკვე დაწყებულია, პროექტები უკვე მიმდინარეობს და ეტაპობრივად დასრულდება. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. თქვენთან ერთად ვიქნები 24-საათიან რეჟიმში, ნებისმიერ დროს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

ახლა კი წარმოგიდგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს: ვანო ანუაშვილი, ირაკლი რუაძე, დავით არაბული, ვასილ მამუჩიშვილი, ვეფხვო ოსტიაშვილი, გელა კონიაშვილი, ივანე ბეჟიაშვილი, არჩილ ნემსიაშვილი, ვალერი ხუნაშვილი, ნიკა ნაცვლიშვილი, ალექსი იოსელიანი, აიაზ ბაირამოვი, მეჰდიჰან კულიევი“, - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი