პრემიერი IPSOS-ის კვლევის შედეგებს გაყალბებულს უწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 27 სექტემბერი 2021, 12:38

პრემიერ-მინისტრი IPSOS-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კვლევების საველე სამუშაოებს ადგილზე ქართული კომპანიები ატარებენ და საერთაშორისო ბრენდული ორგანიზაციების სახელებით სარგებლობენ და გარკვეული მედიასაშუალებები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„კვლევას ატარებს ადგილობრივი, ქართული კომპანია. ვინ დგას ამ კომპანიის უკან? დგას ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი - ბატონი {ლევან} თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნებს უყალბებდა ჩვენს მოსახლეობას, 2012 წლამდე. იგივე თარხნიშვილი და „ნაცმოძრაობა“ აკეთებს ამ კვლევებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის გაყალბებული კვლევები. ამ კითხვას შეიძლება უბრალოდ ღიმილით ვუპასუხოთ. როგორ შეიძლება თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგი იქნება 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის მიხედვით, კითხვაზე: „შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 35%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 30%, „საქართველოსთვის - 9%, „ევროპული საქართველო“ - 4%, „ხალხისთვის - 4%, „ლელო“ - 3%, „მესამე ძალა“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 3%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%, „დროა“ - 1%, „მოქალაქეები“ - 1%, სხვა პარტიები - 3%.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
არქივი