ივანე ჩხაიძე: ალბათ რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 06 ოქტომბერი 2021, 14:16

ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ დავიწყოთ რისკის ჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით“. ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები ან ქრონიკული დაავადებები, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ მაისში გადადგა. ისინი ემზადებოდნენ სწავლის დაწყებისთვის, რათა მათ ბავშვებთან ყოფილიყო მაქსიმალურად შემცირებული ინფიცირების რისკი. აშშ „ფაიზერის“ ვაქცინის კლინიკური კვლევების შედეგებს უკვე აგზავნის და ამ კვლევებში წერია, რომ 5-12 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა. აშშ მალე შეიტანს განაცხადს ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის თანხმობაზე. ისინი ელოდებიან, რომ ეს თანხმობა წლის ბოლომდე იქნება მიღებული. წლის ბოლომდე ამ ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაწყებული იქნება ვაქცინაცია. იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება განხილული ეს საკითხები. ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ დავიწყოთ რისკის ჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით“. ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები ან ქრონიკული დაავადებები. მეორე ვერსიაა, რომ ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, 12-15 წლის ყველა ბავშვს შევთავაზოთ ვაქცინაცია. ან ერთი, ან მეორე სცენარის მიღების შემთხვევაში, უკვე ძალიან მალე, ალბათ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ, რომ 12 წლის ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება შესაძლებელია“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი