ბათუმში, სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს ზედაპირული დაზიანებები და ქვედა კიდური აქვს დაზიანებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
244 08 ოქტომბერი 2021, 13:05

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, არასრულწლოვანს ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აქვს.

„არასრულწლოვანს, ამ ეტაპზე, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში კვლევები უტარდება. მას ქვედა კიდური აქვს დაზიანებული. ასევე, აქვს ზედაპირული დაზიანებები მთელს სხეულზე. მას გონება არ აქვს დაკარგული და კონტაქტურია. კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ - განაცხადა თამარ ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალში, ჯერჯერობით, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევისას დაშავებული მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი იმყოფება.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის ადგილიდან ორი არასრულწლოვანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ახალშობილია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი