თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას - შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს, აი, აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 10 ოქტომბერი 2021, 21:45

 თბილისში, რუსთაველის გამზირზე თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით, „სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ აქცია გამართა. აქციის, რომელიც ორი საათის დაგვიანებით დაიწყო და ორი საათი გაგრძელდა, წამყვანიცა და ძირითადი, გამომსვლელიც თავად ჩარკვიანი იყო, რომელმაც დადებული პირობა, რომ რუსთაველს "გადაკეტავდა" და 50 ათას ადამიანს გამოიყვანდა, ვერ შეასრულა. 

„დღეს არის უმძიმესი დღე, გთხოვთ, დავხაროთ დროშები, დღეს მდუმარების დრო არ არის, ბათუმში გარდაცვლილებს ვუთხრათ ზარი…მახინჯი სამართლებრივი სისტემა, რომელიც იმდენად სამარცხვინოა, რომ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის გასამართლება მოინდომეს. პოლიტიკური არ იქნებოდა დღევანდელი აქცია, რომ არ ვიცოდეთ, რომ გუშინდელი ნანგრევების ქვეშ მოყოლილი საქართველო ჩვენი მომავალი თაობაა, რომელიც ჩვენ თვითონ ჩვენი ამბიციებით დავაკიდებინეთ ფეხებზე სევდა-ოპოზიციური გამოხტომებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არც არასდროს მაინტერესებდა ვინმე უგვანო, დაკომპლექსებული ადამიანის აზრი, თორემ მაშინ აქ არ ვიქნებოდი, რადგან, სამწუხაროდ, იდიოტები ორივე მხარეს მოიძებნებიან. ეს არის სოლიდარობის, ტირილის, საპრევენციო აქცია, ეს არის მთლიანობის დასაწყისის აქცია. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, მე ვინ ვარ, რომ რამე არ გაპატიოთ, ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი უნდა ვაპატიოთ – 14 ჯობია, თუ 10. ათიც ჩვენ ვართ, თოთხმეტიც, საქართველოსთვის ვართ“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის თქმით, ასეთ ბრძოლაში არის ხოლმე ხალხი დასამახსოვრებელი.

„არჩევნების დროს რომ დაავიწყდებათ ვადამდელი არჩევნები და „ნაციონალების“ ხმებით კოალიციაში შედიან, მერე რუსეთის მიერ დაჭერილ კაცს ეტყვიან, შენს მხარდასაჭერად არ მოვალთო, ჩვენ ხალხი არ ვიყოთ, ისინი თუ არ ჩავრეცხეთ, პოლიტიკურად უნდა ჩავრეცხოთ. განა, გუშინ ღამე არ მეცოდინებოდა, რომ 20 000 კაცი აქ არ იდგებოდა? მაგრამ, მე პირნათელი უნდა ვიყო და აუცილებლად ვიტყვი, რომ იმ ათას კაცში ვიყავი, როცა ყველაზე მეტად უჭირდათ ადამიანებს, ეთქვათ, რომ ჩვენ ერთად ვართ საქართველოს ნანგრევებიდან ამოსაყვანად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას უსაყვედურა, იმის გამო, რომ ის არ მივიდა მის აქციაზე.

მისივე თქმით, თავად 14 ოქტომბერს აუცილებლად მივა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე და ასწავლის მას, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება.

„თბილის ქალაქის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე. აქედან მოგმართავ, ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი, შენს მამას თბილის ქალაქში ასიანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30 ოქტომბრამდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა ორიანის დაწერა იცის.

მე გეუბნები ამას შენ, ყველაზე უფრო ჭირისუფალი, ზუსტად ისე მინდა, ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც, მთელ საქართველოსთან. 

და მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას, შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს, აი, აქ უნდა მდგარიყავი როგორც გია ბარამიძე დგას აქ და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, მაგრამ მე, 14 ოქტომბერს აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი