თბილისის საპატიო მოქალაქეები - მეეზოვე, ოსტატი, მძღოლი, მეტროს თანამშრომელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 05 ოქტომბერი 2019, 21:49

საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია  გამორჩეული იმით იყო, რომ  დედაქალაქის მერმა იმ ადამიანებს მიანიჭა საპატიო თბილისელის სტატუსი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ დედაქალაქის განვითარებაზე, ფიზიკურად შრომობენ - უვლიან, ასუფთავებენ, ალამაზებენ დედაქალაქს და, ამიტომაცაა, მათი  შრომა დასაფასებელი. 1979 წლიდან 1995 წლამდე საპატიო თბილისელის სტატუსი მიენიჭა მხოლოდ 9 ასეთ ადამიანს  - მუშას, ხელოსანს, მღოლს, მემანქანეს. 1995 წლის შემდეგ, დღემდე ისინი აღარავის გახსენებია. დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის შვიდი საპატიო მოქალაქე დაასახელა და მათ თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა. მთგან ექვსი ის ადამიანია, რომლებიც წლების მანძილზე ფიზიკურად უვლიდნენ თბილისს და ზრუნავდნენ მასზე.

2019  წელს საპატიო თბილისელები გახდნენ: გიოზალ დუმოევი – „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს; გივი მამულაშვილი – „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმითაა დაკავებული; ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77  წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს; ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი, იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს; როგნეტა კუჭავა – ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს; მეია მეგრელიშვილი – თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი, ის 79 წლისაა, აქვს 60-წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი. საპატიო თბილისელი გახდა ნიკოლოზ ლეკიშვილი – თბილისის ყოფილი მერი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შვიდ საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი და „თბილისობა“ მიულოცა.

„თბილისობის“  გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა და მისი რამდენიმე მელოდია შესრულდა. საღამოში საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები, სახელგანთქმული კოლექტივები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი