განახლებული ბუკიას ბაღი დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 17 ოქტომბერი 2021, 21:18

ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული ბაღი დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ყველასათვის საყვარელი ბუკიას ბაღი, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდა. დაირგო ხე-მცენარეები, განთავსდა სკამები, გაკეთდა განათებები, მოეწყო სარწყავი სისტემები და ყვავილების გასაყიდი ადგილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს. ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ამ პატარა სივრცეში. რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა სამუშაოები. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება დედაქალაქში და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები, რომელიც საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. სივრცეში მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, საჭადრაკე სივრცე, LED განათების ქსელი, დაიგო გრანიტისა და ტრავერტინის ფილები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

სკვერში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა - დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარი, მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე.

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 919 053 ლარი დაიხარჯა.

ბუკიას ბაღში დღეს მერთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი