საქართველოს ელჩი: თბილისს ძალიან მალე ეწვევიან საბერძნეთის მაღალი თანამდებობის პირები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 20 ოქტომბერი 2021, 15:29

უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ მეტი ფიზიკური შეხვედრა გავმართოთ. ძალიან მალე მაღალი დონის ვიზიტები იგეგმება, როგორც საქართველოდან საბერძნეთში, ასევე ათენიდან თბილისში. თბილისს ძალიან მალე ეწვევიან საბერძნეთის მაღალი თანამდებობის პირები, - ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, დავით დონდუამ განაცხადა.

„კახა კუჭავა საბერძნეთში ვიზიტის დროს შეხვდება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. საუბარი შეეხება ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრს და ვისაუბრებთ ორ მეზობელ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ და საბერძნეთი აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში. ეს შეხვედრა ძალიან კარგი საშუალება იქნება ჩვენი მუშაობის კოორდინირებისთვის. პანდემიის გამო კარჩაკეტილობის შემდეგ ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს. უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ მეტი ფიზიკური შეხვედრა გავმართოთ. ძალიან მალე მაღალი დონის ვიზიტები იგეგმება, როგორც საქართველოდან საბერძნეთში, ასევე ათენიდან თბილისში. თბილისს ძალიან მალე ეწვევიან საბერძნეთის მაღალი თანამდებობის პირები. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციულად აქტიურ თანამშრომლობას საბერძნეთთან. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს გამოვიყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტზე აქცენტის გასაკეთებლად. ეს მიმართულება ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებაა“, - აცხადებს დავით დონდუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი