დღეიდან იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 25 ოქტომბერი 2021, 16:38

დღეიდან იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა, - ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ეცნობით, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას.

„ასევე, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინასწარი დაჯავშნის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, ერთკვირიანი მოლოდინი იყო საჭირო. რიგის მართვა ხორციელდება კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი.

იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს. ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 2 600 -ზე მეტ მომხმარებელს, რაც წინასწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა. ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია“, – აღნიშნულია, იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხაბე არ იცვლება და ანიტობას ადასტურებს, ფაქტობრივად თვითონ აღიარებს აგენტი ვარ, ჩემი პატრონები არ დაიჭიროთ, მოსალაპარაკებლად მზად არიანო
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ავსტრალიის ფედერალური არჩევნების ვიზიტორთა ვირტუალურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
ზურაბ ქადაგიძე ვიქტორ ყიფიანზე: როგორ იცვლიან-ხოლმე სახეს, როგორც კი უცხო ქვეყნის მსახურებას იწყებენ. ყველას ერთ თარგზე ჭრიან - ჯერ გააპიარებენ, დააპურებენ და ბოლოს საკუთარი განცხადებებისა და პოზიციების უარყოფას აიძულებენ
უკრაინაში 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ომში მონაწილეობის უფლება მისცეს
სირცხვილი, რომ ხატია დეკანოიძე პოლიციასთან რაიმე ბმას ამაყობს
არქივი