
ჩვენ დავანახებთ ამ ბოროტმოქმედ, სისხლიანი სააკაშვილის მომხრეებს და მათ პარტიას, რომ ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ წინა ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა იმედი Live-ის ეთერში ისაუბრა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, სტიმული მივცეთ ზეგ იმ ხალხს არჩევნებზე მისვლის, რომლებიც პირველ ტურში არ მივიდნენ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ მეორე ტური დაგვჭირდა იმიტომ, რომ დაეზარა ხალხს არჩევნებზე მისვლა, ჩათვალეს, რომ მაინც „ქართული ოცნება“, კახი კალაძე გაიმარჯვებდა და ამიტომ არ მოვიდნენ. სწორედ ახლა გვინდა, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავანახოთ ამ ბოროტმოქმედ, სისხლიანი სააკაშვილის მომხრეებსა და მათ პარტიას, რომ ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში. იძულებულები გაგვხადეს, რომ კიდევ შევიკრიბოთ, ისე იქცევიან, აღარ გაჩერდნენ, ამდენი წლის განმავლობაში სიცოცხლე გაგვიმწარეს. არ ამთავრებენ თავიანთ ბოროტებასა და პროვოკაციებს, ამიტომ ჩვენ დავანახებთ დღეს, თუ სად არის საქართველო. საქართველო აქ იქნება და ჩვენ ამით დავანახებთ, რომ ისინი დამარცხებულები არიან და ვეღარასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ზუსტად ვიცი, რომ 30-ში იქნება დიდი გამარჯვება, ყველა მივა არჩევნებზე და დიდი პროცენტით გავიმარჯვებთ. ეს უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის დასასრული. აუცილებლად უნდა აიკრძალონ ისინი, როგორც პოლიტიკური პარტია. ჩვენ ამას მოვითხოვთ უკვე ხელისუფლებისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქოს ქვეყანამ, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება. დავიღალეთ ამათი პროვოკაციებით, ვეღარ გვიცხოვრია წყნარად და მშვიდად. აქ პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი, ეს არის ბრძოლა ბნელსა და ნათელს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ბოროტი მკვლელი ძალა, რომელმაც ამოჟლიტა ქართველი ხალხი, წაართვა ქვეყანას ტერიტორიები, იმდენი ბოროტება გააკეთა გაანადგურა ქვეყანა, უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ია მეტრეველმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |