ეგზიტპოლებით გამოცხადებული გამარჯვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 30 ოქტომბერი 2021, 21:59


მანამდე, სანამ ცესკო2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოაქვეყნებდეს, გამარჯვებას ორივე მხარე - ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ორი ეგზიტპოლის შედეგების საფუძველზე უკვე ზეიმობს. 

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით ხმები, ოთხი ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

თბილისი:

კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 57,2%;

ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 42.8%

რუსთავი:

ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 53,8%;

დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 46,2%.

ქუთაისი:

იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 51,9%;

ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 48,1%.

ბათუმი:

არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 50,8%;

გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 საათის მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

ტელეკომპანია „მთავარის“  მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის კანდიდატ ნიკა მელიას - 51%-მა.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:

თბილისი
„ნაციონალური მოძრაობა“, ნიკანორ მელია -  51% 
„ქართული ოცნება“  კახა კალაძე - 49%  

 რუსთავი 
„ნაციონალური მოძრაობა“, დავით კირკიტაძე - 53%; 
„ქართული ოცნება“ ნინო ლაცაბიძე - 47%;

ქუთაისი   
„ნაციონალური მოძრაობა“, ხატია დეკანოიძე 53%, 
„ქართული ოცნება“, იოსებ ხახალეიშვილი - 47%;

ზუგდიდი - „ნაციონალური მოძრაობა“, ანზორ მელია - 53%; 
„ქართული ოცნება“, მამუკა წოწერია - 47%;

ბათუმი - „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 51%; 
„ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი - 49%.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეგზიტპოლის შედეგები არ ნიშნავს, რომ ის რეალობაა და მანამდე, სანამ ცესკო-ს შედეგები არ გახდება ცნობილი რომელიმე პოლიტიკური ძალის გამარჯვებულად გამოცხადება ნაადრევია. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი