ყალბი მართვის მოწმობი დამზადება-გასაღებისთვის ბრალდებული დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
434 17 იანვარი 2020, 10:19
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.  

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახელმწიფო დეპარტამენტში, USAID-ში და საზოგადოებრივ მაუწყებლებში, დაახლოებით 10 მილიარდ დოლარამდე ფლანგვის აღმოფხვრისთვის კანონპროექტს შეიმუშავებს
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევამ ომის ესკალაციის რისკები გაზარდა
ევროპარლამენტი ქართულ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქალაქ მეხიკოში
Reuters: ტრამპის მიერ გაორმაგებული ტარიფები ალუმინსა და ფოლადზე ძალაში შევიდა
არქივი