გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი შვიდ წელიწადში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 17 იანვარი 2020, 12:52
არსებული სისტემის მანკიერი მხარეა, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე ერთი და იგივე ადამიანებს აბრუნებენ ,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მისთვის ადამიანურად გულდასაწყვეტია, შვიდი წლის განმავლობაში სადამდე მიიყვანა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა.

„ეს არის ბიძინა ივამიშვილის კარუსელი. კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი შვიდ წელიწადში. როგორც ქართველი ვამბობ ამას. მისი ეს დეგრადირება, როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ამხელა ენთუზიაზმი 2012 წლის, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი.

ეს არის ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე აბრუნებენ ერთი და იგივე ადამიანებს, ბოლო შვიდ წელიწადში ხუთი პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ კითხვა დასვა – ჩვენი ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, თავისი კომპანიის დირექტორებს და აუდიტორებს ცვლის, ეს ასე არ არის“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია. მისივე განმარტებით, აღნიშნულზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეც მეტყველებს.

„ნებისმიერი სხდომა, რომელიც აქ გაიმართება, იქნება გამოყენებული ჩვენს ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის, რადგან ეს არის ფარსი, დადგმული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის მარიონეტული პროკურატურა, რომელიც დაკავებულია, სხდომის შემდეგ რა მოიფიქროს, პიარულად რაღაც მიაწოდოს საზოგადოებას. უკვე  მასალა აღარ აქვთ. ომბუდსმენის დასკვნა მიანიშმებს იმაზე, რომ ეს თითიდან გამოწოვილი საქმეა. უამრავი ადამიანია ანალოგიურ სიტუაციაში. მადლობელი ვარ, რომ, როგორც რიგითი ქართველი მოვხვდი ამ სიტუაციაში და ქვემოდან გავიგე, თუ როგორ არის დამპალი სისტემა, როგორ არის აბსოლუტურად შესაცვლელი ყველაფერი და როგორ უჭირთ ადამიანებს, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან. ეს საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე, ვერ გაიგებ. ვხედავ იმ სიმახინჯეს, რომელიც საბჭოური მენტალობიდან დარჩა საქართველოში, ამას ძორფესვიანად შევცვლით“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი