„არ აგარევინებთ!“ - ამ სახელწოდებით რუსთაველზე 14 წლის წინათ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით აქცია გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
249 07 ნოემბერი 2021, 11:53

დღეს 7 ნოემბერია - ტელეკომპანია „იმედისა“ და ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე თარიღი. 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, 14 წლის შემდეგ, დღეს, სიმბოლურად, რუსთაველის გამზირზე გაიხსენებენ.

„არ აგარევინებთ!“ - ამ სახელწოდებით გამართულ აქციაზე პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბებიან. ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობია“.

შეკრება 17:00 საათიდან დაიწყება. სავალდებულოა კოვიდწესების დაცვა, დისტანცია და პირბადის ტარება.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე, სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევისა და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 2008 წელს ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი