"დროდადრო პატიმრები და კრიმინალები ყვირიან, წარმოთქვამენ მის სახელს, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 12 ნოემბერი 2021, 22:07

მიხეილ სააკაშვილს არ შეუწყვეტია შიმშილობა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განცხადება, რომელიც მან გუშინ გააკეთა იყო ის, რომ მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუკი მას ნორმალურ კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც იქნება ნორმალური სამედიცინო აღჭურვილობა, სადაც შესაძლებელი იქნება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ახლა ეს არ ხდება და ამიტომ მას შიმშილობა არ შეუწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია. სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ძალიან გარკვევით იყო ნათქვამი, რომ მას სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს ნორმალურ პირობებში. არ მგონია, აქ ნორმალური პირობების რამე ნიშანი იყოს. მას სჭირდება სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც აქ არ არის.

ჩვენი შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, არც ძალიან ხმამაღალი, მაგრამ ხმა ისმოდა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს. დროდადრო პატიმრები და კრიმინალები ყვირიან, წარმოთქვამენ მის სახელს“, - აღნიშნა იასკომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი