კახა კალაძე: "მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი სამსახურის გარეშე დავტოვეთ"-
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 07 ოქტომბერი 2019, 16:03

ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, კონკრეტული პარტიების მხრიდან მცდარი ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.


რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, სამწუხაროდ, დაახლოებით 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 


დედაქალაქის მერი ასევე  გამოეხმაურა, რეფორმის შედეგად ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„დაახლოებით 6000-ზე მეტი მძღოლი არის გაწევრიანებული და აქვს A კატეგორიის ლიცენზია. 9 000-მდე კი B კატეგორიაშია გაწევრიანებული. მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე, ეს ინფორმაცია არის სიცრუე‘’, - განაცხადა თბილისის მერმა.

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, A კატეგორის მძღოლებს სპეციალური მანათობლები წარწერით "ტაქსი თბილისი“ გადაეცათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი