„მწვანე პასპორტი“ უნდა მიეცეთ მათ, ვისაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 27 ნოემბერი 2021, 20:05
„მწვანე პასპორტი“ უნდა მიეცეთ მათ, ვისაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, მაგრამ უკმაყოფილოები დარჩებიან ისინი, ვინც ოდესღაც გადაიტანეს კოვიდი და სურთ, გაფართოებული უფლებები ჰქონდეთ - ამ ადამიანების წინაშე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს თავის მოტყუება იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს იმუნიტეტი საშუალოდ 6 თვე უნარჩუნდება.

„ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი „მწვანე პასპორტის“ მფლობელი არ იყოს. გადატანილი კოვიდის შემდეგ იმუნიტეტი საშუალოდ 6 თვე რჩება. სამედიცინო ჩვენებით, გამართლებული იქნება, რომ „მწვანე პასპორტის“ აუცილებელი პირობა ვაქცინაციასთან და „პისიარ“ ტესტთან ერთად აუცილებელი პირობა იყოს არა ზოგადად კოვიდგადატანილის სტატუსი, არამედ ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდის სტატუსი, როგორც ეს საზღვარგარეთაა. რა გამოვა, საზღვარგარეთისთვის საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ერთი კოვიდ პასპორტი, ხოლო შიდა მოხმარებისთვის უნდა ჰქონდეს სხვა კოვიდპასპორტი, სადაც ნებისმიერ დროს გადატანილი კოვიდინფექცია იძლევა „მწვანე სტატუსს?!“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი