სატრანსპორტო საშუალების ახალი, „A2“ ქვეკატეგორია დადგინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 03 დეკემბერი 2021, 16:09

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დადგინდა სატრანსპორტო საშუალების ახალი, „A2“ ქვეკატეგორია, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისთვის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 18 წლიდან, „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად კი, დაინტერესებულმა პირმა საჭიროა, ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

ამასთან, როგორც შსს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას, მას უწევს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

მათივე ცნობით, „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს როგორც „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, ასევე, „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა და საგანგებო თათბირი გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას
არქივი