თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს - თქვენ უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით, ჩემი მამა საფლავშიც კი სჯობია ძალიან ბევრს თქვენს გარემოცვაში, კაცი რომ ჰგონია თავი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 03 დეკემბერი 2021, 20:01
თქვენ უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - ჩემი მამა ზოგიერთი გარდაცვლილი მამისგან განსხვავებით დასაფლავებულია სვანეთში, მის მიერვე აგებული ეკლესიის ეზოში და ყველა ვინც მის საფლავთან ჩაივლის, ამბობს, რომ ეს კაცი ამ ადგილას, ამ საფლავში წოლას იმსახურებს, - ჩემი მშობელი საფლავშიც ღირსეულია და მასთან დაკავშირებით არც ამვლელი ამბობს აქ რატომ მარხიაო და არც ჩამვლელი, - ეს განცხადება ოპოზიციონერი დეპუტატის თაკო ჩარკვიანის მისამართით კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

წულუკიანმა ჩარკვიანის მისამართით განაცხადა ისიც, რომ ერთი შეურაცხადი დეპუტატი გასამხიარულებლად ყველა პარლამენტში საჭიროა და აღნიშნა, რომ ჩარკვიანი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც არავითარი პოლიტიკური მომავალი არა აქვს.

“ქალბატონო თაკო, მგონია, რომ თქვენგან განსხვავებით ღირსება მაქვს! მე თქვენს მშობლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენს გარდაცვლილ მამას - დიდ ქართველ პოეტს. დიდი პატივს ვცემ თქვენს დედას. არ ვიკადრებ, რომ თქვენს მშობლებს მივაყენო შეურაცხყოფა. თქვენ ქალბატონო თაკო კიდევ უფრო დიდი უღირსი საქციელი ჩაიდინეთ და ჩემს მშობლებს შეეხეთ, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. ღიად მინდა გითხრათ, ჩემი მამა, ავთანდილ წულუკიანი ძალიან დიდი ქართველი ვაჟკაცი კაცი იყო. ის იყო კაცი, რომელიც თქვენი გარემოცვის ძალიან ბევრ კაცს ტოლს არ დაუდებდა. ის საფლავშიც კი სჯობია ძალიან ბევრ კაცს, თქვენს გარემოცვაში კაცი რომ ჰგონია თავი. ვგულისხმობ პოლიტიკურ გარემოცვას, თორემ ოჯახისადმი პატივისცემას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა საუბრის დასასრულს ოპოზიციონერ დეპუტატს ამ სიტყვებით მიმართა: - ახლა ჩემო კულტურულო თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ, ჩქარა! თუ ყველაფერი მითხარი, წადი და წამოწექით! თუ სხვებიც მოგიწვებიან გვერდით, შეგიძლიათ რუსთაველის გამზირი თავფეხშექცევით დაიკავოთ. კარგად ბრძანდებოდეთ - ლეიბი გაშლილია!
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
თინა ბოკუჩავა - მართლაც ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ, თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტს დავით რაზმაძის წინააღმდეგ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
არქივი