ბადრი ჯაფარიძე - საქმე თავის შინაარსით მართლაც გამორჩეულია აბსურდულობით და უსინდისობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 16 დეკემბერი 2021, 15:56
„ფულის გათეთრების“ საქმე თავისი აბსურდულობით ალბათ, სახელმძღვანელოებში უნდა იყოს შეტანილი“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ საქმის პროცესის გადადების მოთხოვნა გაუგებარია.

„პროკურატურამ მოიფიქრა რაღაც, თურმე მათთვის ახალი იყო ის, რაზეც დაცვის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. სინამდვილეში ყველაფერი ცნობილი და ხელის გულზეა უკვე 3 წელიწადია. ეს საქმე თავისი აბსურდულობით, ალბათ, სახელმძღვანელოებში უნდა იყოს შეტანილი, თუ როგორ შეიძლება გააყალბო საქმე და ბრალდება, როგორ შეიძლება ადამიანები სდევნო პოლიტიკური დავალებით, ადამიანები, რომლებმაც ზიანი მიიღეს რუსეთის არმიის შემოჭრის გამო. ჩვენ შემთხვევაში იმ სესხის გამო, რომელზეც გვედავებიან, დავკარგეთ ქონების დიდი ნაწილი ამიტომ საქმე თავის შინაარსით მართლაც გამორჩეულია აბსურდულობით, უსინდისობით. კიდევ ერთი სხდომის ჩატარება მოგვიწევს. პროკურატურის ეს მოთხოვნა არის მართლაც გაუგებარი, მე არ ვიცი რა არის ამის უკან. ის რაზეც ისაუბრეს ადვოკატებმა არის ცნობილი, მათ შორის, პროკურატურისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიწვევის საკითხს, დღევანდელი პროცესის გადადებასთან კავშირი არ აქვს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი