პარლამენტმა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონი დაამტკიცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 22 დეკემბერი 2021, 16:28

პარლამენტმა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონი დაამტკიცა. კანონპროეტს მხარი დაუჭირა 82 დეპუტატმა,  ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

საკანონმდებლო ცვლილებები აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნა მოხდება. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა. ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და ასევე სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინგადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ, ურთიერთობა დაამყარონ უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. ასევე, ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანული მედია: აშშ-მა 2008 წლის შემდეგ ბრიტანეთში ბირთვული იარაღი პირველად განალაგა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია
ვიქტორ ყიფიანი „დიფ სთეითის“ ხელში უუფლებო თოჯინაა, რომელსაც გლობალური ძალები ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებენ
The Financial Times: ევროპის საავტომობილო გზები და რკინიგზა რუსეთთან ომისთვის გამოუსადეგარია
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა
არქივი