მამუკა მდინარაძე - შემიძლია, მხოლოდ ფაქტი დავაფიქსირო, ის, ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
411 24 იანვარი 2020, 14:36
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის საპატიმროში გუშინდელ ვიზიტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, რასაც ომბუდსმენი სამართალდარღვევად მიიჩნევს. 

„ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრების შესახებ გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც მედიაში უკვე გავრცელებული იყო ეს ინფორმაცია. ზოგადად, კრიტიკა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მხრიდან ისმოდა სახალხო დამცველის მისამართით, შემდეგ რეალიზდა იმაში, რომ ის წავიდა და მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე.  თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის, მე ამაზე ვერ გავაკრიტიკებ. შემიძლია, მხოლოდ ფაქტი დავაფიქსირო, როდესაც უთხრეს სახალხო დამცველს, რომ ის დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც მსჯავრდებულები არიან, ამის შემდეგ, მეორე თუ მესამე დღეს ის, ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პენიტენციუმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველმა მოინახულა   ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და კახაბერ ნაკანი შეხვდა. მას სურდა შეხვედრა გურამ დონაძესთან, რაზეც დონაძემ უარი განაცხადა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი