ზურაბ ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
542 24 იანვარი 2020, 22:12
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივიზაციისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში სსკ-ის 265-ე მუხლს - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ასაჩივრებს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კანაფის კულტივიზაციისთვის დღეს არსებული „სასჯელი არის სიგიჟე“.

"ჭიათურიდან, სოფელ ფარცხიდან ავთანდილ მეტრეველს კანაფის მოყვანისთვის ემუქრება 6-წლიანი ციხე. მოსამართლე არის ზურა ბალავაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ ჩემს თვალწინ ადამიანი 6 წლით გაუშვა ციხეში. რამდენიმე ძირი კანაფის მოყვანისთვის, ეს სასჯელი არის სრული სიგიჟე, ჯოჯოხეთი, რომელშიც ვცხოვრობთ.  ეს დაახლოებით იგივეა, მოიყვანო კიტრი და ამისთვის გაგიშვან 6 წლით ციხეში", -განაცხადა ბათუმში ზურაბ ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი