ოკუპირებული ახალგორიდან 30-40 ადამიანის გადმოსვლა კრიზისს ვერ შეამსუბუქებს, თუმცა პროცესის დაწყება მისასალმებელია-ნუგზარ თინიკაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 25 იანვარი 2020, 11:55

ოკუპირებული ახალგორიდან დღეს კიდევ ერთი სამარშუტო მიკროავტობუსი გადმოვიდა.ახალგორის რაიონის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ საზღვარი დღეს კიდევ 10-მა ადამიანმა გადმოკვეთა. 

„ეს ტრანსპორტი უკან დაბრუნდება და კიდევ გადმოიყვანს ადამიანებს. დღეს შეიძლება კიდევ ორი გზა გააკეთოს და გადმოიყვანოს ხალხი. 30-40 ადამიანის გადმოსვლა ბუნებრივია მთლიანად კრიზისს ვერ შეამსუბუქებდა და ვერც მოაგვარებდა, თუმცა პროცესი რაც დაიწყო, მისასალმებელია. პირდაპირ ვამბობ, ძალიან კარგია და ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება ასე, ძალიან მალე კი საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ სურათს, რაც ჩაკეტვამდე გვქონდა, რომ მოსახლეობა „საბუთებით“, მაგრამ მაინც შეძლებს გადაადგილებას ახალგორის მიმართულებით“, – აცხადებს თინიკაშვილი.საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით, 10 დღით გახსნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სამოქმედო გეგმებით იმართება
არქივი