საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 13 იანვარი 2022, 13:19

83 წლის ასაკში გარდაიცვალა სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგით მეორე პრეზიდენტი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.  

ჯანო ბაგრატიონმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

ჯანო ბაგრატიონი იყო ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“; 1973-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987 წლებში თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე; 1987-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1993 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე; 1993-1996 წლებში საქართველოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1998 წლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი; 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი და ერთი მონოგრაფია.

ჯანო ბაგრატიონი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი, ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია გამართლდა
საფრანგეთის ელჩი - ვისურვებდი, რომ ქართველების, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის თვალში, ევროპელი პარტნიორებით წარმოადგენდნენ ძმებსა და დებს და არასდროს დამპყრობლებს
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი: უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა - თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს
მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც - დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!
არქივი