სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს შენობის აივნებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 14 იანვარი 2022, 12:42

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის აივნებიდან, საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით გამართული ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობას სახელმწიფო დროშები და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა.

„ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და საკრებულოს წევრებმა მიიღეს.

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს მოსახლეობას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მიულოცა.

„ყველას ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე მეათე წელია აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობის აივნებიდან საქართველოს დროშების გადმოფენა ხდება. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა, რითიც გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თარიღი მომავალშიც ყოველთვის დიდი სიამაყით აღინიშნება“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი