რაც გავიგე, ქალბატონი სალომე გეგმავს, რომ ეს იყოს რაღაც მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე. თუ ასე შედგა, როგორც მე აღვიქვი, ეს იქნება კარგი პროცესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
253 10 თებერვალი 2022, 20:33
სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, ეროვნული თანხმობის პროცესი იყოს მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

„სიახლე, რაც გავიგე, ქალბატონი სალომე გეგმავს, რომ ეს იყოს რაღაც მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე. თუ ასე შედგა, როგორც მე აღვიქვი, ეს იქნება კარგი პროცესი. ნებისმიერი პირის, თუნდაც ჩემნაირად სკეპტიკურად განწყობილი პირის გამოკლება იქნება უკვე არარელევანტური და მიუღებელი საზოგადოებისთვის, თუ ეს მართლაც გახდა საზოგადოების ხმა ხელისუფლებასთან. იმედი მაქვს, აქეთკენ უნდა წავიდეს. მთავარია, თავად მონაწილეები როგორ მიმართულებას მისცემენ. როგორც ვხედავ, ამაში ჩვენ ვართ თავისუფალი“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი