დარწმუნებულები ვართ, ლელა ჯანაშვილი და კოკა კაციტაძე სათანადოდ გაართმევენ თავს იმ ფუნქციებს, რომლებიც ორი ახალი უწყების ხელმძღვანელობას უკავშირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
313 16 თებერვალი 2022, 10:16

ირაკლი კობახიძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები არჩევას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ლელა ჯანაშვილი და კოკა კაციტაძე მოვალეობებს სათანადოდ შეასრულებენ.

„კრიტერიუმი იყო ერთადერთი - პროფესიული გამოცდილება, კეთილსინდისიერება. ამ ნიშნით შეირჩა ერთი და მეორე კანდიდატი. ორივე არის ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი და დარწმუნებულები ვართ, სათანადოდ გაართმევენ თავს იმ ფუნქციებს, რომლებიც ამ ორი უწყების ხელმძღვანელობას უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად კოკა (კარლო) კაციტაძე აირჩია


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი