247
30 იანვარი 2020, 20:41

ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ქალი, რომელიც დღეს საღამოს ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნდა და
აეროპორტში ცხელება და რესპირაციული ინფექციის ნიშნები დაუდგინდა. ქალი 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში.
ქალბატონს აეროპორტშივე აუღეს სინჯები და მასალა მოლეკულური კვლევისთვის გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში. სავარაუდოდ, ერთ საათში გაირკვევა, რა ტიპის ვირუსის მატარებელია ქალი.
ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს ცხელება და რესპირატორული ინფექციის ნიშნები აღენიშნებოდა.
"ჯერ არ გაჟღერებულა და პრევენციულად გეუბნებით, რომ არის ასევე მესამე ადამიანი, ქართველი ქალბატონი, რომელიც დღეს საღამოსკენ დაბრუნდა ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით. მას აეროპორტშივე აღენიშნებოდა ცხელება და რესპირატორული ინფექციის სხვა ნიშნები, ამჟამად, ის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ჩვენი ბრიგადა გასულია აეროპორტში, იღებენ სინჯს და ჩატარდება მოლეკულური კვლევა ლუგარის ცენტრში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |