უკრაინა უარყოფს ოფიციალური მოსკოვის განცხადებას, რომ ლვოვთან, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსმა სამხედროებმა იერიშის დროს 180-მდე უცხოელი დაქირავებული მოკლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 13 მარტი 2022, 23:04

უკრაინა უარყოფს ოფიციალური მოსკოვის განცხადებას, რომ ლვოვთან, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსმა სამხედროებმა იერიშის დროს 180-მდე უცხოელი დაქირავებული მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის მარკიან ლუბკივსკიზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

„ეს არ არის სიმართლე. სუფთა რუსული პროპაგანდა“, - აღნიშნა ლუბკოვსკიმ CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში.

მან ასევე თქვა, რომ იავორივის სამხედრო ბაზაზე დაღუპულთა შორის ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ცნობა არცერთი უცხოელის გარდაცვალების შესახებ.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში, ლვოვთან ქალაქ იავორივის საწვრთნელ ობიექტზე მათი თავდასხმის შედეგად "180-მდე უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი" დაიღუპა.­

ოფიციალური მოსკოვის ცნობით, დასავლეთ უკრაინაში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის დიდი რაოდენობა.

რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავდასხმებს „უცხოელი დაქირავებული სამხედროების“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებაზე - ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს
დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა
სალომე ზურაბიშვილი - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც
მარკო რუბიომ აზერბაიჯანზე დასმულ კითხვას უპასუხა - შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ქვეყნების მმართველობის სისტემას, მაგრამ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
მაკა ბოჭორიშვილი - რაც მოვისმინეთ, პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ, ამაზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო
არქივი