ფოთის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის დაფინანსება იზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 02 აპრილი 2022, 14:39

ფოთში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლებს შეხვდა და მათი საჭიროებები და პრობლემები მოისმინა.

„პროგრამის გაუმჯობესება სწორედ ამ შეხვედრის შედეგად გადაწყდა. პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება. ბენეფიციართა ასაკი 18 წლამდეა. ფოთელებისთვის, მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აცხადებენ ფოთის მერიაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი