რუსეთის პატრიარქი კირილი - რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მისი ხალხი კი - „მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი“, რომელიც ომის შედეგად დაზარალდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 03 აპრილი 2022, 17:17

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი რუს სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდებს, უერთგულონ სამხედრო ფიცს ბოლომდე და გაითავისონ „არსებული მოვლენების ისტორიული მნიშვნელობა“, ხალხი კი - მიხვდეს, რომ განსაკუთრებული დრო დადგა, რომელზეც დამოკიდებული იქნება მისი ბედი.

„მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობა ერთი ძალის კოლოსალური გავლენის ქვეშ მოექცა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა გახდა და ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. როდესაც ვამბობ „ჩვენ“, მხედველობაში მაქვს შეიარაღებული ძალებიც, პირველ რიგში და არა მხოლოდ. მთელმა ჩვენმა ხალხმა უნდა გაიღვიძოს, მიხვდეს, რომ განსაკუთრებული დრო დადგა, რომელზეც შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩვენი ხალხის ისტორიული ბედი-ღბალი. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, რათა შევხვედროდი, პირველ რიგში, ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, მიმემართა მათთვის, მათი მეშვეობით, ჩვენი არმიისა და ფლოტისთვის, სამშობლოს ყველა დამცველისთვის - რათა გააცნობიერონ ისტორიული მნიშვნელობა იმ მომენტისა, რომელიც ახლა ხდება“ , - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მისი ხალხი კი - „მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი“, რომელიც ომის შედეგად დაზარალდა.

რუსეთის ეკლესიის მეთაური დარწმუნებულია, რომ რუსებს "არავითარი მისწრაფება არ აქვთ ომისადმი ან იმისკენ, რომ ვინმეს ზიანი მიაყენონ".

„არამედ ჩვენ ისე აღვიზარდეთ მთელი ჩვენი ისტორიით, რომ გვიყვარს საკუთარი ქვეყანა და მზად ვიქნებით მის დასაცავად ისე, როგორც ეს რუსებს შეუძლიათ. სწორედ ჩვენ გადავტეხეთ ხერხემალში ნაციზმი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებდა მსოფლიოში, რომ არა ჩვენი ხალხის გმირობა“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, განიცდის იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცხოვრებენ საომარი შეტაკებების ადგილებში.

ის გამოვიდა მოწოდებით, ყველაფერი გაკეთდეს, რომ შეწყდეს სისხლისღვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით
Reuters: ტრამპი, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ტარიფებს არ აამოქმედებს
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
არქივი