
CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, იაპონელი კანე ტანაკა გარდაიცვალა.
ქალის გარდაცვალების ფაქტს იაპონიის ჯანმრთელობისა და შრომის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ის 19 აპრილს დაღუპა. ტანაკა 119 წლის იყო.
ტანაკას გარდაცვალებას გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.
„ის მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 2019 წლის იანვარში, 116 წლისა და 28 დღის ასაკში გახდა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ტვიტში. ახლა გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოს უხუცესი ადამიანის ტიტულის ახალი მფლობელის ვინაობას ადგენენ.
ტანაკას ოჯახის წევრები კი აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ქალი ხშირად ავადმყოფობდა და რამდენჯერმე საავადმოყოფოშიც მოხვდა.
კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. მას 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. 103 წლამდე ის თავისი ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა ორჯერ დაამარცხა კიბო და არაერთი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |