პროფკავშირები სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს საჯარო დისკუსიას გამართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 27 აპრილი 2022, 13:56

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 28 აპრილს - სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს საჯარო დისკუსიას გამართავს.

პროფკავშირების ორგანიზებით, გარდაცვლილთა ხსოვნისადმი გადახდილ პარაკლისს ტრადიციულად დასაქმებულები დაესწრებიან, რის შემდეგაც, ღონისძიებაზე პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარე და მოადგილეები არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ და მთავრობისადმი მოწოდებებს გააჟღერებენ.

მსოფლიოში ყოველწლიურად სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული ტრავმებისგან და პროფესიული დაავადებებისგან 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება. ეს ვითარება ჯერ პანდემიამ, პანდემიის მიწურულს კი მეზობელ ქვეყნებს შორის ომმა კიდევ უფრო დაამძიმა. ვხედავთ, როგორ ზიანდებიან და იღუპებიან მეგობარ უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეები სწორედ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. სამწუხაროა, ის მძიმე შედეგები, რაც რუსეთ-უკრაინის ომს მოჰყვა.

მიგვაჩნია, რომ პრიორიტეტულ საკითხს ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს შრომის უსაფრთხოება, რადგან არ არსებობს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე უფრო დიდი ღირებულება.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის ეფექტიანი აღსრულება.

შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორებია საწარმოო შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების სტატისტიკური მონაცემები. თუმცა, ამ უკანასკნელს სახელმწიფო ამ დრომდე არ აღრიცხავს.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობებლად და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ქმედითი ღონისძიებების გატარება, კერძოდ, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის აღსრულების ეფექტური სისტემის შექმნა.

ბოლო წლებში საქართველოში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით საქართველოში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამოქმედდა კანონები ,,შრომის უსაფრთხოების“ და ,,შრომის ინსპექციის“ შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახური ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიდა გაზრდილი მანდატით, რაც გულისხმობს ეკონომიკის ყველა სქეტორში შრომის სტანდარტებზე ზედამხადეველობას. შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ორგანო-მრჩეველთა საბჭო.

დასაქმებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება მსოფლიო პროფკავშირების მოთხოვნას, რათა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ „შრომის უსაფრთხოება და დასაქმებულთა ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე“ აღიაროს ფუნდამენტურ უფლებად, ისევე როგორც:

• გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების ეფექტური აღიარების უფლება;
• იძულებითი ან სავალდებულო შრომის გაუქმება;
• ბავშვთა შრომის აღმოფხვრა;
• დისკრიმინაციის აკრძალვა სამუშაო ადგილებზე.

ამასთან, პროფკავშირები ითხოვს მოხდეს შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი შსო-ს კონვენციების რატიფიცირება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი