337
07 მაისი 2022, 20:43

ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძეს, რომელიც გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, ნარკოტიკული საშუალების, "მარიხუანას" შენახვა-შეძენას ედავებიან.
დუმბაძის განცხადებით, მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა. დეპუტატი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარების საშუალებას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს.
ნოდარ დუმბაძე გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიციამ დაკავების დროს "მარიხუანა" აღმოაჩინა. მოსამართლემ დუმბაძე დარბაზიდან გაათავისუფლა, შემდეგი პროცესი 25 მაისს გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |